პრომოცია და მარკეტინგი

ფარმაცევტული საქმიანობა ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი      ნაწილია. ამ საქმის კვალიფიციური პროფესიონალური ორგანიზაცია და მართვა მისი  ეფექტურობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ჩვენი კომპანია აწარმოებს სამკურნალო საშუალებების პრომოციას და მარკეტინგულ მომსახურებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება საქართველოს ბაზარზე.

ჩვენი საქმიანობა საქართველოში ხორციელდება და ეყრდნობა მარკეტინგის და  მენეჯმენტის პრინციპებს. იგი რეგულირდება საქართველოს კანონით წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. ფარმაციის ორგანიზაცია ითვლება კომპლექსურ მეცნიერულ დისციპლინად, რომლის მიზანია მოსახლეობისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ფარმაცევტული დახმარების სისტემის ორგანიზების ეფექტური ხერხებისა და მეთოდების ძიება.

კომპანია “RealPharma”-ს ინტერესია სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში მოსახლეობის უზრუნველყოფა ეფექტური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის აუცილებელი ასორტიმენტის სამკურნალო საშუალებებით.

ჩვენი პრიორიტეტი

კომპანია “RealPharma” დიდ ყურადღებას უთმობს სამედიცინო და სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, ექიმებს, ფარმაცევტებსა და ფარმაცევტული პროდუქტების მომხმარებლებს. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და სემინარებში, უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარებას,  ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.