კოლიკეზი

კოლიკეზი

გამოშვების ფორმა – წვეთები 30 მლ

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

სიმეთიკონი 40 მგ

კამის ზეთი 0,005 მლ

ცერეცოს ზეთი 0,0007 მლ

მოქმედების მექანიზმი:

სიმეთიკონი

  • ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქმნილ აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას
  • არ შედის ქიმიურ რეაქციებში , ფარმაკოლოგიურად ინერტულია
  • არ შეიწოვება ორგანიზმში და ელიმინირდება ნაწლავის მიერ შეუცვლელი სახით

კამის ზეთი

  • ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას
  • აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს
  • ხელს უშლის აირების წარმოქმნას
  • ასტიმულირებს მადას

კამის ზეთი აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ

ჩვენებები :

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვება (მეტეორიზმი, აეროფაგია);
  • კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი
  • სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია
  • საკვების რეგურგიტაცია

დოზირება:

6 თვემდე ბავშვებში 0,5 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

6 დან 12 თვემდე  ბავშვებში 0,75 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

1 წლიდან ბავშვებში 1 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

 უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

გვერდითი მოვლენები : პრეპარატ Colic Ez — ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

განსაკუთრებული მითითებები : გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების პირველი დღეებიდან. მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება პიპეტი, რაც აადვილებს დოზირებას. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს.

ჭარბი დოზირება : პრეპარატ Colic Ez -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

ვარგისიანობა და შენახვის წესი : ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 25 °C — ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

გამოშვების ფორმა : წვეთები 30 მლ,  მინის ბოთლში დანაყოფებიან პიპეტთან ერთად და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემი წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი :Vitane farma, გერმანია

http://vitanepharma.com