მასაგიმი

მასაგიმი

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის

აქტიური ნივთირება:

დიეთილამინის სალიცილატი. 1გრამი კრემი შეიცავს 28,57 მგ დიეთილამინის სალიცილატს.

სხვა შემადგენლებია:

სტეარინის მჟავა, ქოლესტეროლი, ტროლამინი

სკიპიდარი ,ლანოლინი, გლიცერინი, მეთილის პარა-ჰიდროქსიბენზოატი(კონსერვანტი), კუმარინი, ლავანდას ეთერზეთი და გამოხდილი წყალი.

დიეტილამინის სალიცილატი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ადგილობრივი მოხმარებისთვის.გააჩნია გამახურებელი მოქმედება – რაც დადებითად მოქმედებს კუნთის და სახსრების ტკივილის სიმპტომატური მკურნალობისას, ასევე გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

სისხლში შეიწოვება კანზე დატანის ფართობისა, დაზიანებული კერის მდგომარეობის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად .

ჩვენებები:

— მიალგია (კუნთების ტკივილი)

— ძვლებისა და სასხსრების ტკივილი

— პოსტტრავმული ტკივილი

— ლუმბაგო (უეცარი მწვავე ტკივილი, აღმოცენებული უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს)

— დისკოზური თიაქარი

— ნევრალგიები

— იშიაზი (საჯდომი ნერვის ანთება)

— სინოვიტები (სახსრის სინოვიური გარსის ანთება, მასში ექსუდატის წარმოქმნით)

— ბურსიტები (სახსრის ამომფენი სითხით სავსე ტომსიკის — ბურსის ანთება)

— დაჟეჟილობა, სილურჯე

— რევმატიული დარღვევები

— სისხლჩაქცევები

გამოყენება კანზე.

დოზირება და მოხმარების წესი: გამოიყენება 1-3-ჯერ დღეში, ხელის ნაზი მოძრაობით დაზიანებულ ადგილზე შეზელით.

მასაგიმიის უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებაზე ან მის რომელიმე შემადგენელზე;

– თუ არსებობს ალერგიულობა (მომატებული მგრძნობელობა) სალიცილატების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

– არ გამოიყენება ლორწოვანი გარსების, დაზიანებული კანის (ჭრილობა, დამწვრობა), თვალების ტკივილის, კანის ეგზემის დროს;

–არ გამოიყენება ასევე ბავშვებში.(7 წლამადე)

წარმოდგენილია კრემის სახით, რომელიც მოთავსებულია ტუბში.

დალუქულია, შეფუთვაში შედის 35 გ-იანი კრემის ტუბი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელია

ვიქტორია ლაბორატორიები, პორტუგალია