Hidroferol

 

ჰიდროფეროლი

 

აქტიური ნივთიერება:

ყოველი კაფსულა შეიცავს 0.266 მგ კალციფედიოლს

(15,960 IU D ვიტამინის ექვივალენტური).

რას წარმოადგენს ჰიდროფეროლი და რისთვის გამოიყენება?

ჰიდროფეროლი შეიცავს D ვიტამინის ცირკულირებადი მეტაბოლიტს-კალციფედიოლს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის და მასთან დაკავშირებული პათოლოგიების სამკურნალოდ, როდესაც აუცილებელია მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან საჭიროა მიღებებს შორის დროის ინტერვალი.

ვიტამინი D არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის მიმოცვლას, აჩქარებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის რეაბსორბციას თირკმელებში, ეხმარება სისხლში ამ ელემენტების საჭირო დონის დაცვას, ხელს უწყობს ძვლოვანი ჩონჩხის ჩამოყალიბებას და აგრეთვე ძვლების სტრუქტურის შენარჩუნებას.

ჰიდროფეროლის გამოყენება:

– ვიტამინი D-ს ნაკლებობა და დეფიციტის მკურნალობა

– ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობა

– მალაბსორბაციის სინდრომის მქონე პაციენტები (საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა)

– ოსტეოდისტროფია (ძვლის პრობლემები) ან კალციუმის ნაკლებობა პაციენტებში    თირკმლის უკმარისობით

– კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით (ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს) გამოწვეული ძვლის პრობლემები.

მიღების წესი და დოზირება:
D ვიტამინის ნაკლებობა: რეკომენდებულია ერთი კაფსულის მიღება (0.266 მგ კალციფედიოლი) კვირაში ერთხელ 5 კვირა, შემდგომ 15 დღეში ერთხელ 5 კვირა,  შემანარჩუნებელი თერაპია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) მიიღება ყოველთვე.
D ვიტამინის დეფიციტი: რეკომენდებულია საწყისი დოზის ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება კვირაში ერთხელ 8-10 კვირა, თუ დონე <20ng/ml ვიმეორებთ კურსს, შემანარჩუნებელი თერაპია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) მიიღება ყოველთვე.

უკუჩვენება:
ალერგიული კალციფედიოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონე > 10.5 მგ/დლ) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე).
D ჰიპერვიტამინოზი (ორგანიზმში D ვიტამინის სიჭარბე).
გვერდითი მოვლენები:

შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე).

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გემოს შეცვლა ლითონის გემოთი, მუცლის სპაზმები (ნაწლავში სპაზმის შეგრძნება), ანორექსია (მადის დაკარგვა).

ზომიერი ჰიპერკალციემიის შემთხვევაში (კალციუმის გაზრდილი დონე) შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი (თავის ტკივილი) და გაღიზიანება.

ჰიპერკალციემიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს არითმია (გულის რითმის დარღვევები).

შევინახვის პირობები:

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეინახოთ მაცივარში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ  რომელიც მითითებულია მოყაოს შეფუთვაზე.  ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

გამოშვების ფორმა:

ყოველი კაფსულა შეიცავს 0.266 მგ კალციფედიოლს (15,960 IU D ვიტამინის ექვივალენტური).

სხვა ინგრედიენტებია: უწყლო ეთანოლი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები და კაფსულში შემავალი კომპონენტებია: ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი (E-420), ტიტანის დიოქსიდი (E171) და სანსეტ ყვითელი (E-110).

ჰიდროფეროლი არის ნარინჯისფერი, ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, ნაკლები სიბლანტის და ნაწილაკებისგან თავისუფალ სითხეს და შეფუთულია ალუმინის ბლისტერზე  #10 კაფსულა.

 

 

მოქმედების ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: Faes Farma ესპანეთი