ბრონქოდიაზინა C.R.

Bronquidiazina C.R.

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
  • მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 150 მლ პერორალური გამოყენების სუსპენზია ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ბრონქოდიაზინა C.R.

წამლის ფორმა: სუსპენზია

 

შემადგენლობა: 7.5 მლზე 2.5 მლზე
ტრიმეტოპრიმი (ს.ა.დ.) 80 მგ 26.7 მგ
სულფამეტოქსაზოლი (ს.ა.დ.) 400 მგ 133.3 მგ
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (ს.ა.დ.) 4 მგ 1.3 მგ
ნატრიუმის ბენზოატი 250 მგ 83.3 მგ
ტოლუს ბალზამის სიროფი 325 მგ 108.3 მგ
ტოლუს ბალზამის სიროფი 325 მგ 108.3 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი (E422), საქაროზა, ქსანტანი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლისორბატი 80, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), დიმეთილპოლისილოქსანის აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანისულის ესენცია, წყალი

ტრიმეტოპრიმი, სულფამიდის, სულფამეტოქსაზოლის და დიამინოპირიმიდინის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს  სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მრავალ პათოგენზე მოქმედ ეფექტურ საშუალებას. ბრონქიდიაზინა C.R. -ს ბრომჰექსინის შემცველობის წყალობით გააჩნია ბრონქიალური სეკრეციის გამათხიერებელი ეფექტი, რის შედეგადაც იოლდება სქელი ბრონქული სეკრეტის ამოხველა და სუნთქვა.  ნატრიუმის ბენზოატის და ტოლუს ბალზამის სიროფის კომბინაციას აქვს დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pneumocystis carinii-ს მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.

უკუჩვენებები

– პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

– პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

– პრეპარატის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში სისხლის მძიმე დაავადებებისას სათანადო მონიტორინგის გარეშე.

– სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის  ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ასევე არასათანადო კვებისას.

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიის და ბრონქული ასთმის დროს.

– პრეპარატით მკურნალობა ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრეული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

– პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ ადგილას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

პრეპარატის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების ცვლილება. ამიტომ, დიაბეტის, ეპილეფსიის მკურნალობისას, ასევე სისხლის კოაგულაციაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ძირითადად ადვილად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან რესპირატორული გართულებები. უფრო იშვიათდ შესაძლებელია განვითრდეს კანის სიწითლე , ხოლო ასაკოვან პაციენტებში – კანზე გამონაყარი. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით: პრეპარატი შედგება გლიცერინისგან, რისი მაღალი დოზებით მიღებაც შესაძლებელია სახიფათი იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:

დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის დოზების ცვლილება ან შეწყვეტა. როგორც წესი, პრეპარატის მიღებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი გაიდლაინები: მოზრდილებში ინიშნება 7.5 მლ 3-ჯერ დღეში. 2 წელზე ზემოთ ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში. სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის დოზის შემთხვევით გადაჭარბებით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და დაბნეულობა. ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

შეფუთვის ფორმა:  150 მლ ბოთლი.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

ვარგისობის ვადა: 5 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.