dinamogen-1-w

დინამოგენი

Dynamogén

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 10მლ პერორალური გამოყენების ხსნარი პოლიმერული მასალის ერთდოზიანი ამპულა №20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დინამოგენი

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
10 მლიანი დასალევი ამპულები #20
ამპულა შეიცავს :
გლუტოდინი (ციპროჰეპტადინის ალფაკეტოგლუტარატი) -3 მგ
არგინინის ასპარტატი -1 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დინამოგენს ახასიათებს აღმდგენი და მატონიზირებელი მოქმედება, აღმოფხვრის ფიზიკურ და გონებრივ ასთენიას, აძლიერებს მადას.

შეიცავს ორი აქტიური სუბსტანციის კომბინაციას: გლუტოდინს და არგინინის ასპარტატს.

გლუტოდინი  ორგანიზმში  იშლება ციპროჰეპტადინად და ალფა-კეტოგლუტარატად, ხოლო არგინინის ასპარტატი შესაბამის შეუცვლელ ამინომჟავებად.
ციპროჰეპტადინს ახასიათებს ანტიჰისტამინური, ანტიქოლინერგული და ანტისეროტონინული აქტივობა.

ალფა-კეტოგლუტარატი წარმოადგენს გლუტამინის წინამორბედს და ატფ-ის წყაროს.

გლუტამინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამინომჟავების ცვლაში და ნეირონების მეტაბოლიზმში.

არგინინი – შეუცვლელი ამინომჟავაა, ის კრეატინინის წინამორბედია, ხელს უწყობს ამიაკის გაუვნებელყოფას, ქსოვილების რეგენერაციას, შედის ძვლების და ხრტილების შემადგენლობაში.

ასპარტატი – ამინომჟავაა და მონაწილეობს რიბონუკლეოტიდების (რნმ-ის წინამორბედი) წარმოქმნაში.

ჩვენებები:

  • ყველა იმ მდგომარეობის მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ ძირითადი ელემენტების ბალანსის აღდგენას, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში:
  • მადის დაქვეითება;
  • ასთენია, ფსიქოასთენია  (გამოფიტვა, გადაღლა);
  • ანორექსია;
  • გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება  (მეხსიერების დაქვეითება, გაფანტულობა);
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • მალაბსორბციის სინდრომი;
  • რეკოვალესცენციის პერიოდი:  გადატანილი ინფექციური დაავადების შემდგომი პერიოდი; ოპერაციული     ჩარევების შემდგომი პერიოდი;
  • რეპარაციული პროცესების დაჩქარება;
  • ოლიგოსპერმია, იმპოტენცია.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა ციპროჰეპტადინის მიმართ, ორსულოbა, ლაქტაცია.
  • პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლის და თირკმლების მძიმე პათოლოგიების დროს.

განსაკუთრებული მითითებანი:

სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, შარდის გამოყოფის შეფერხების და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.

10 მლ პრეპარატი შეიცავს 4.224 გ საქაროსას (რაც შეესაბამება 0.3 პურის ერთეულს), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

არ გამოიყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან და ნეიროლეპტიკებთან კომბინაციაში. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მათ შორის  MAO-ს ინჰიბიტორებთან. არ არის რეკომენდებული დინამოგენი დაინიშნოს კომბინაციაში საძილე საშუალებებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების საძილე ეფექტის გაძლერება. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ეფექტების გაძლიერება ერთდროულად მიღებისას.

გვერდითი მოვლენები:

  • ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიოანობა, რომელიც როგორც წესი რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.
  • ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსპორტის მართვის და მსგავსი პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიურ და მოძრაობით რეაქციებს.

მიღების წესი:

  • გამოვაცალკევოთ ერთი ამპულა;
  • მობრუნებით მოვაშოროთ ამპულის ზედა ყური;
  • შიგთავსი გადმოვასხათ ჭიქაში, ამპულაზე ხელის მსუბუქი მოჭერით.

დოზირება:

 – ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1 ამპულა 2 ჯერ დღეში, უმჯობესია 30 წთ-ით ადრე კვებამდე.

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული ანორექსია და წონის მძიმე დეფიციტი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ამპულამდე დღეში.

ვარგისიანობის ვადა  და  შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბნელ და  გრილ ადგილას, არ დაუშვათ გაყინვა. ვარგისია გამოშვებიდან 5 წელი

გამოშვების ფორმა:

დინამოგენი 10 მლ, პლასტიკის ამპულები  Per Os  მისაღებად #20.

აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ