ჰიდროფეროლი

Hidroferol

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): calcifediol
  • მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 0,266მგ რბილი კაფსულა №10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ჰიდროფეროლი

წამლის ფორმა: რბილი კაფსულები

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება – კალციფედიოლი. ყოველი კაფსულა შეიცავს 0.266 მგ კალციფედიოლს (15,960 IU D ვიტამინის ექვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები და კაფსულში შემავალი კომპონენტები: უწყლო ეთანოლი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი (E-420), ტიტანის დიოქსიდი (E171) და სანსეტ ყვითელი (E-110).

ჩვენებები:

ჰიდროფეროლი შეიცავს D ვიტამინის ფორმას, კალციფედიოლს, რაც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის და მიღებული პრობლემების სამკურნალოდ, როდესაც თქვენ გესაჭიროებათ მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან საჭიროა მიღებებს შორის დროის შუალედი.  D ვიტამინი ჩართულია ადამიანის სხეულში კალციუმის აბსორბაციის ზრდისთვის.

ჰიდროფეროლი გამოიყენება:

D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა, იმ შემთხვევაში სადაც საჭიროა მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან სასურველია მიღებებს შორის დროის შუალედი, შემდეგ სიტუაციებში:

  • ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობა
  • მალაბსორბაციის სინდრომის მქონე პაციენტები (საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა)
  • ოსტეოდისტროფია (ძვლის პრობლემები) ან კალციუმის ნაკლებობა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით
  • კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით (ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს) გამოწვეული ძვლის პრობლემები.

რა უნდა იცოდეთ ჰიდროფეროლის მიღებამდე

არ მიიღოთ ჰიდროფეროლი:

  • თუ ხართ ალერგიული კალციფედიოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. წამლის ფორმა, შემადგენლობა).
  • თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონე > 10.5 მგ/დლ) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე).
  • თუ გაქვთ კალციუმის ქვების წარმონაქმნები.
  • თუ თქვენი დიაგნოზია D ჰიპერვიტამინოზი (ორგანიზმში D ვიტამინის სიჭარბე).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ჰიდროფეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

– არ მიიღოთ D ვიტამინის  დანამატების სადღეღამისო რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რადგან  ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა (იხ. პუნქტი 3, პარაგრაფი თუ ღებულობთ იმაზე მეტ ჰიდროფეროლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ).

– ამ პრეპარატის მიღების პერიოდში ან პრეპარატის მიღების დაწყებამდე,  კალციუმის, ფოსფორის და სხვა პარამეტრების  დონის შემოწმების მიზნით თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ სისხლის ან შარდის ანალიზების გაკეთება.

– ღვიძლის დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტში ამ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა.

– თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და უნდა იმყოფებოდნენ ექიმის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ, საჭიროა ანალიზების რეგულარულად ჩატარება.

– გულის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას და სისხლში კალციუმის დონის კონტროლის მიზნით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის ხშირი დაკვირვების ქვეშ, განსაკუთებით ის პაციენტები რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით (იხილეთ ამ პუნქტში პარაგრაფი ჰიდროფეროლის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად).

–  თუ გაქვთ ჰიპოპარათიროიდიზმი (პარათიროიდული ჰორმონის ფუნქციის დარღვევა) ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ნაკლებ აქტიური.

– თუ გაქვთ კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭების მიდრეკილება, ექიმი უნდა დააკვირდეს სისხლში კალციუმის დონეს.

– ხანგრძლივი იმობილიზაციის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს ამ პრეპარატის დბალი დოზებით გამოყენება.

– ნაწლავის ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის შეწოვის უნარი (მაგალითად დაავადებები, რომლის დროსაც ხშირია დიარეა).

– სარკოიდოზის (კვანძოვანი დაავადებები, ხშირად კანზე) ტუბერკულოზის ან სხვა კვანძოვანი დაავადებების მქონე პაციენტები  განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ამ პრეპარატის გამოყენებისას, რადგან დაბალი დოზების გამოყენებისას მათ აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების მეტი რისკი, ვირდე რეკომენდებული დოზით გამოყენებისას. სისხლში და შარდში კალციუმის დონის კონტროლის მიზნით  საჭიროა ანალიზების ჩატარება პერიოდულად.

– თქვენმა ექიმმა თქვენ, თქვენს ოჯახის წევრებს და/ან მზრუნველებს უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მის მიერ მითითებული დოზით პრეპარატის მიღების მნიშვნელობაზე და მოგცეთ რეკომენდაციები დიეტის შესახებ, ასევე კალციუმის დანამატების მიღებით ჭარბი დოზირების თავიდან აცილებაზე.

– ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა: თუ თქვენ აპირებთ რაიმე დიაგნოსტიკური ანალიზების ჩატარებას (მათ შორის სისხლის, შარდის, კანის ტესტები ალერგენის გამოყენებით და ა.შ.) აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატის, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს შედეგებზე. მაგალითად, ქოლესტერინის ანალიზზე.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებულია დაბალი დოზით გამოყენება.

ხანდაზმულები

ხანდაზმული პაციენტები ზოგჯერ უფრო მეტად საჭიროებენ D ვიტამინს, რადგან კანს უფრო ნაკლებად შეუძლია D ვიტამინის გარდაქმნა აქტიურ ფომად ან ნაკლებია მზეზე ექსპოზიცია, სხვა მიზეზებთან ერთად. მათ პრეპარატი უნდა მიიღონ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის დროს.

პრეპარატი არ მიიღოთ ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

 

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ჰიდროფეროლს არ აქვს ან აქვს უნიშვნელო გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ჰიდროფეროლი შეიცავს ეთილის სპირტს, სორბიტოლს (E-420) და სანსეტ ყვითელს (E-110).

ეს პრეპარატი შეიცავს 1% ეთილის სპირტს (ალკოჰოლი), ეს მცირე რაოდენობა შეესაბამება 4.98 მგ / კაფსულას.

ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან იგი შეიცავს სანსეტ ყვითელს (E-110). ამან შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

სხვა პრეპარატები და ჰიდროფეროლი

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა რომ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია შეცვალოს ამ პრეპარატის მოქმედება. მეორეს მხრივ, ჰიდროფეროლს ან კალციფედიოლს, მის აქტიური ნივთიერებას შეუძლია გავლენა მოხდინოს სხვა პრეპერატების მოქმედებაზე ერთდროულად მიღებისას:

– ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის ფენიტოინი, ფენობარბიტალი და პრიმიდონი) და ფერმენტის მაინდუცირებელი სხვა პრეპარატები (ჰიდროფეროლის ეფექტის შემცირების ხელისშემწყობი).

– საგულე და/ან ჰიპერტენზიის პრეპარატები, ასევე საგულე გლიკოზიდები, თიაზიდური შარდმდენები ან ვერაპამილი.

– ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (ქოლესტერინისთვის),  ორლისტატი (სიმსუქნისთვის).  ამ პრეპარატების და კალციფედიოლის მიღებას შორის უნდა დაიცვათ 2 საათიანი ინტერვალი.

– მინერალური ზეთი ან პარაფინი (საფაღარათო საშუალება): რეკომენდებულია სხვა ტიპის საფაღარათო საშუალებების გამოყენება ან ორივე პრეპარატის ცალკ-ცალკე მიღება.

–  ზოგიერთი ანტიბიოტიკი (როგორიც არის პენიცილინი, ნეომიცინი და ქლორამფენიკოლი).

– მაგნიუმის მარილი.

– D ვიტამინის სხვა პროდუქტები.

– კალციუმის დანამატები.

– კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველასთან.

ზოგადად გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანში) თუ დოზა შეიცვლება რეკომენდაციის შესაბამისად.  თუმცა, ჭარბი დოზირების ან ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობისას ვიდრე ექიმის მიერ არის რეკომენდებული, შეიძლება აღინიშნოს  მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე).

შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გემოს შეცვლა ლითონის გემოთი, მუცლის სპაზმები (ნაწლავში სპაზმის შეგრძნება), ანორექსია (მადის დაკარგვა).

ზომიერი ჰიპერკალციემიის შემთხვევაში (კალციუმის გაზრდილი დონე) შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი (თავის ტკივილი) და გაღიზიანება.

ჰიპერკალციემიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს არითმია (გულის რითმის დარღვევები).

ჰიპერკალციემიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ძვლის და კუნთების ტკივილი და რბილ ქსოვილებში კალციფიკაციის (კალციუმის დეპოზიტების) გამოვლენა. ასევე ნეფროკალცინოზი (კალციუმის დეპოზიტების ჩამოყალიბება თირკმელებში), თირკმლის ფუნქციის დარღვევა,  პოლურიით (შარდვის სიხშირის ზრდა), პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილი), ნოქტურია  (ღამის განმავლობაში ხშირი შარდვა) და პროტეინურია (ცილები შარდში).

იშვიათ შემთხვევებში  (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანში) ძალიან მაღალი დოზირებისას შეიძლება აღინიშნოს ფოტოფობია (სინათლის აუტანლობა) და კონიუქტივიტი კალციფიკაციებით (კალციუმის დეპოზიტები) რქოვანაზე.

სხვა გვერდითი მოვლენებია: რინოორეა (გამონადენი ცხვირიდან), ქავილი, ჰიპერთერმია (ცხელება) და ლიბიდოს (სექსუალური სურვილი) დაქვეითება. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება). სისხლში შარდოვანას აზოტის ზრდა, ალბუმინურია (ალბუმინი შარდში), ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის მომატება) და ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის ზრდა).

სისხლში კალციუმის მაღალი დონის არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ტრანსამინაზას ზრდა (შGOთ და შGPთ).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ გვედით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგძლიათ პირდაპირ მოახსენოთ ეროვნული ანგარიშგების სისტემას. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას და უსაფრთხოებას.

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.  თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ მეტი პრეპარატი ან მეტი სიხშირით ვიდრე დანიშნულია თქვენი ექიმის მიერ (ყოველკვირა, კვირაში ორჯერ ან ყოველთვიურად). მიღების შემთხვევაში იზრდება ჭარბი დოზირების რისკი.

დოზები იცვლება პაციენტის ან ჩვენებების მიხედვით. ექიმი პერიოდულად უნდა დააკვირდეს კალციუმის და D ვიტამინის დონეს, ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებამდე  და 3 თვის შემდეგ.

ჩვენების მიხედვით, დოზა შემცირდება თანდათან ან გაიზრდება მიღებებს შორის დროის ინტერვალი როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება ან აღმოიფხვრება D ვიტამინის დეფიციტი.

რეკომენდებული დოზები:

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) თვეში ერთჯერ.

D ვიტამინის უკმარისობა: რეკომენდებულია ერთი კაფსულის მიღება (0.266 მგ კალციფედიოლი) ყოველ თვე, 2 თვის მანძილზე.

D ვიტამინის დეფიციტი: რეკომენდებულია საწყისი დოზის ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება ყოველთვე, 4 თვის მანძილზე.

D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობისთვის რეკომენდებულია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) ყოველთვე, 3-4 თვის მანძილზე.

არიან D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოპულაციები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ პრეპარატის მიღება უფრო დიდი დოზებით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ ექიმი მიიჩნევს მიზანშეწონილად, დეფიციტის ხარისხის მიხედვით, სისხლის შესაბამისი ანალიზის გაკეთების და ამ დონის რეგულარული კონტროლის შემდეგ:

თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია: რეკომენდებულია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) კვირაში ან ორ კვირაში.

კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ინდუცირებული ძვლის პრობლემები: რეკომენდებულია ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება თვეში ერთხელ.

D ვიტამინის დიდი დეფიციტის ან მალაბსორბაციის მქონე პაციენტებში, თავდაპირველი დოზა უნდა განმეორდეს კვირაში ერთხელ მკურნალობის დაწყებიდან (ერთი კაფსულა), შემდეგ მოჰყვება ერთი კაფსულა თვეში ერთხელ ოთხი თვის მანძილზე, 25-OH-ქოლეკალციფეროლის პლაზმური კონცენტრაციის  კონტროლი. ამ დონის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დოზის მიღების სიხშირის გაზრდა. მკურნალობა ან მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეწყდეს, მას შემდეგ, რაც მკურნალობის პერიოდში დასტაბილურდება მოცულობა.

გამოიყენება პერორალურად

თუ მიგაჩნიათ, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ღებულობთ მეტ ჰიდროფეროლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ

თუ ამ პრეპარატს ღებულობთ იმაზე მეტი რაოდენობით და/ ან ხანგრძლივი პერიოდით ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ (ჭარბი დოზა), შეიძლება აღმოჩნდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე), ასევე ფოსფატები შარდში და სისხლში, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმლის უკმარისობას. ტოქსიკურობის  ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ადრე და სხვები მოგვიანებით. პირველადი სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევები, როგორიც არის ღებინება, მუცლის სპაზმი, ყაბზობა ან დიარეა, მომატებული წყურვილი; გაზრდილი შარდვა, კუნთების ტკივილი. ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება აღინიშნოს მოგვიანებით: ქავილი, წონის დაკარგვა, ზრდის გაჩერება ბავშვებში, თირკმლის დარღვევები, მზის სინათლის აუტანლობა, კონიუნქტივიტი, ქოლესტერინის მომატება, ტრანსამინაზები, პანკრეასის ანთება, კალციფიკაცია (კალციუმის მარილების დეპოზიტები) სისხლძარღვებში და სხვა ქსოვილებში როგორიცაა მყესები და კუნთები, არტერიული წნევის მომატება, ფსიქიკური დარღვევები, არარეგულარული გულისცემა.  ჭარბი დოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ გაუმჯობესდება ან გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ თუ ინტოქსიკაცია მძიმეა შეიძლება აღინიშნოს თირკმლის ან გულის უკმარისობა.

 

თუ დაგავიწყდათ ჰიდროფეროლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულების საკომპენსაციოდ.

პრეპარატი მიიღეთ როგორც კი შესაძლებელი იქნება. შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის გრაფიკს.

თუ შეწყვიტავთ ჰიდროფეროლის მიღებას

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ ჰიდროფეროლი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ  რომელიც მითითებულია მოყაოს შეფუთვაზე.  ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შინახოთ მაცივარში.

პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან კანალიზაციაში. თუ პრეპარატი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

შეფუთვის ფორმა

ჰიდროფეროლი არის ნარინჯისფერი, ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, ნაკლები სიბლანტის და ნაწილაკებისგან თავისუფალ სითხეს და შეფუთულია ალუმინის ბლისტერზე ან პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერზე 5 ან 10 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.