ვენოსმილი გელი 2% 60გ

Venosmil

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hidrosmin
  • მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: გელი 2%, 60 გრ.
  • გაცემის რეჟიმი: ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ბრონქოდიაზინა C.R.

წამლის ფორმა:

გელის ყოველი 100 გ შეიცავს:

ჰიდროსმინი ……….. 2გ

დამხმარე ნივთიერებები: კარბოპოლი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ვენოსმილი არის ფლებოტონური წამალი, რომელიც ააქტიურებს უკუნაკადურ ცირკულაციას. ვენოსმილის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერების სახით სედის ჰიდროსმინი, რომელიც სინთეზირებულია ექსკლუზიურად „FAES FARMA S.A.”-ის მიერ.  დამტკიცებულია, რომ იგი ხელს უწყობს კაპილარის კედლის მდგრადობას და დადებითად მოქმედებს ვენურ ჰემოდინამიკაზე. ვენოსმილი ეწინააღმდეგება უკუნაკადურ სისხლძარღვოვან  შეგუბებას და ამცირებს კაპილარული კედლის მომატებული განვლადობით გამოწვეული ჰემორაგიის რისკს.

ჩვენებები:

  • ვენური უკმარისობის გამოვლინებების ადგილობრივი მკურნალობა.

უკუჩვენებები

  • მომატებული  ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი  კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ვენოსმილთან დაკავშირებით ორსულ ქალებში ჰიდროსმინის გამოყენების შესახებ. პრევენციული ღონისძიების სახით, ვენოსმილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმის შეხედულებისამებრ, მისი მიღების პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები მეძუძურ ქალებში ჰიდროსმინის გამოყენების შესახებ. უცნობია გამოიყოფა თუ არა ჰიდროსმინი დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

ურთერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და საკვებთან

არ ურთერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.

გვერდითი მოვლენები

  • არ არის ცნობილი.
  • წამლის გამოყენებით გამოწვეული ნებისმიერი ლოკალური ხასიათის  რეაქციის  შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება და გამოყენების წესი

გელის თხელი ფენა შეიზილეთ ნელი მასირებით დაზიანებულ ადგილზე სამჯერ დღეში.

მკურნალობა ინტოქსიკაციის ან ჰიპერდოზირების შემთხვევაში

აღნიშნული პროდუქტის ტოქსიკურობის შემთხვევები არ გამოვლენილა.

ზედმეტი დოზირების ან  პერორალურად მიღების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში.

გამოშვების ფორმა

ვენოსმილი გელი  ალუმინის ტუბში  60 გ .

სხვა გამოშვების ფორმები: ვენოსმილი  200 მგ კაფსულები №60.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისგან მიუწვდომელ  ადგილას.

შეინახეთ 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის  ვადა:
არ გამოიყენოთ  შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III , გაიცემა რეცეპტის გარეშე