ვენოსმილი 200 მგ #60

Venosmil

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hidrosmin
  • მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 200 მგ კაფსულა №60
  • გაცემის რეჟიმი: ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვენოსმილი 20 მგ.

წამლის ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები #1, კორპუსი და თავსახური ნარინჯისფერი. კაფსულების შემადგენლობა- ყვითელი ფერის ფხვნილი.

ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ჰიდროსმინი 200  მგ

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ქინოლინის ყვითელი E104, ერიტროზინი E127, ტიტანიუმის დიოქსიდი E171, ჟელატინი.

ფარმაკოკინეტიკა

ჰიდროსმინის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეების მიერ აღინიშნა, რომ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციების მრუდს დროსთან შედარებით აქვს ბიფაზური ხასიათი. საწყისი პიკი აღინიშნება მიღებიდან 15 წუთის შემდეგ და ამის შემდეგ იწყებს ნელა დაქვეითებას. მიღებიდან ოთხი საათის შემდეგ აღინიშნება დონეების ახალი მომატება, სტაბილიზაცია მიიღწევა მიღებიდან 5-8 საათებს შორის. ამის შემდეგ პლაზმური დონეები დაქვეითდა და 24 საათის შემდეგ პრაქტიკულად არ იყო აღმოჩენილი. ჰიდროსმინი გამოიყოფა ძალიან სწრაფად, დოზის 90% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში. გამოყოფის ძირითადი გზაა განავლით (ამ გზით გამოიყოფა მიღებული დოზის დაახლოებით 80%), შარდით გამოიოყოფა მხოლოდ16-18%.

ფარმაკოდინამიკა

ვენოსმინის აქტიური ნივთიერებაა ჰიდროსმინი, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით განეკუთვნება ფლავონოიდების ჯგუფს. ეს არის სტანდარტული ნარევი, რომელიც შედგება 5 და 3’-მონო-O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან და 5,3’-დი- O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან.

ჰიდროსმინის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ შეიძლება ის დავუკავშიროთ კატექოლამინების დეგრადაციის ინჰიბირებას. განსაკუთრებით კატექოლ- O – მეთილტრანსფერაზის ინჰიბირების საშუალებით.

მოქმედების მექანიზმის გაურკვევლობის მიუცედავად, შეიძლება გამოიყოს ჰიდროსმინის ოთხი ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ა) მოქმედება განვლადობაზე (აქვეითებს კაპილარების განვლადობას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ნივთიერებებით, როგორიცაა ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვ.) და კაპილარების სიმყიფეზე (აქვეითებს კაპილარების სიმყიფეს, რომელიც გამოწვეულია არასწრორი კვებით),

ბ) აუმჯობესებს ერითროციტების ჰემორეოლოგიურ თვისებებს (ზრდის ერითროციტების დეფორმირების უნარს და აქვეითებს სისხლის სიბლანტეს),

გ) მოქმედება ვენომოტორულ ტონუსზე (იწვევს ვენის კედლის მუსკულატურის ეტაპობრივ და მუდმივ შეკუმშვას),

დ) ქმნის შესაბამის პირობებს ლიმფის ცირკულაციის გაუმჯობესებისათვის. ჰიდროსმინი იწვევს ლიმფური სადინარების დილატაციას და ლიმფის გამტარობის სიჩქარის გაზრდას, და ამგვარად აუმჯობესებს ლიმფის დინებას.

ვენოსმილი აუმჯობესებს ვენური პერიფერიული უკმარისობის კლინიკურ სიმპტომებს (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება და ა.შ.), რაც დადასტურებულად განსხვავდება პლაცებოსაგან.

ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება უეჭველად ახდენს არსებით ზემოქმედებას ვენური სტაზის შედეგებზე, რომელიც გამოწვეულია ქვემო კიდურების სისხლძარღვების ვარიკოზული დილატაციით.

ჩვენებები:

– ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების (შეშუპება და ტკივილი, ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნება) შემსუბუქება.

– ბუასილის სიმპტომური მკურნალობა გამწვავების ფაზაში.

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
– ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომაც ძუძუთი კვების პერიოდში მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰიდროქლორინი გავლენას მოახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

ცნობილი არ არის

გვერდითი მოვლენები

– კუჭის ტკივილი, გულისრევა
– ნახეთქები, ქავილი, გამონაყარი
– სისუსტე, თავის ტკივილი

გამოყენების მეთოდი და დოზები

  • პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, წყლის დაყოლებით.
  • მოზრდილებში- 1 კაფსულა (200) სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3 თვე.
  • ბუასილის გამწვავებისას ინიშნება 2 კაფსულა (400 მგ)სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3-4 კვირა.
  • გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის მეორე, მესამე კვირას.
  • დაავადების სიმპტომების გამოვლინების განმეორება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება 1-2 წლის განმავლობაში მკურნალობაში 1-2 თვიანი ინტერვალებით ყოველ 3 თვეში შეიძლება იყოს რეკომენდებული პაციენტებისათვის ქრონიკული ვენური უკმარისობით ან პოსტთრომბოზური სინდრომით.

დოზის გადამეტება

ვენოსმილის კარგად ატანის წყალობით, ინტოქსიკაციის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია პრაქტიკაში, დოზის შემთხვევითი გადამეტების დროსაც კი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 კაფსულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან ალუმინ-ალუმინის ფოლგის შეფუთვაში.

6 კონტურული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.