- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): lithium carbonate
- მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: 400 მგ ტაბლეტი #100
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
პლენური
PLENUR
პლენური
PLENUR -ის შემადგენლობა:
- თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ. ლითიუმის კარბონატს (აქტიური ნივთიერება);
- სხვა ინგრედიენტებია კარბომერი, ნატრიუმის კარმელოზა, მაგნიუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცერინი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი და ეთილაკრილატი, ტალკი
ჩვენება:
PLENUR-ი გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის (მოშლილობა, რომელიც გამოწვეულია დეპრესიით და დიდი შფოთვით) და მორეციდივე დეპრესიის (მწვავე დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები) პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.
უკუჩვენება:
- ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ლითიუმის კარბონატზე ან PLENUR -ის რომელიმე სხვა შემადგენელზე
- თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს
- გულის მძიმე დაავადების დროს
- მკვეთრი სისუსტისა და უღონობის დროს
- ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ PLENUR-ის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ გაქვთ ჭარბი ოფლიანობა
- თუ თქვენ გაქვთ დიარეა
- თუ თქვენ გაქვთ ღებინება
- თუ თქვენ გაქვთ მაღალი სიცხე
- თუ თქვენ მიიღეთ შარდმდენები
- თუ თქვენ აღგენიშნებათ ჰიპოთირეოზი ან ფსორიაზი
მიმართეთ ექიმს მაშინაც კი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოებები არ მომხდარა.
- თირკმლის სიმსივნეები: პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა და ლითიუმს ღებულობენ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში არის რისკი თირკმლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნის (მიკროკისტების, ონკოციტომის ან თირკმლის ჯირკვლოვანი სადინარების კარცინომა).
PLENUR -ი ყოველთვის უნდა იყოს გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს რეგულარულად. მკურნალობის სისწორის შესამოწმებლად, თქვენმა ექიმმა უნდა მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის პერიოდული გადამოწმება.
სხვა მედიკამენტების მოხმარება
- აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევის შესახებ, თუ იღებთ დიურეტიკებს, შარდის გამოყოფის გაზრდის მიზნით (როგორებიც არიან თიაზიდი, აცეტაზოლამიდი ან ფუროსემიდი და ბუმეტანიდი), ჰალოპერიდოლს გარკვეული ნერვული დაავადებების სამკურნალოდ, ფლუოქსეტინს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, (როგორებიცაა ინდომეტაცინი, ფენილბუტაზონი ან იბუპროფენი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს (როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი), მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს (როგორიცაა კაპტოპრილი, ენალაპრილი და ვერაპამილი), კუნთოვან ბლოკატორებს, რომლებიც გამოიყენება კუნთების მოდუნებისათვის ქირურგიული ოპერაციის დროს (როგორიცაა სუქცინილი ან პანკურონიუმი), იოდიდებს (როგორც კალიუმის იოდიდი), რომელიც გამოიყენება ასთმის მკურნალობისას (როგორიცაა თეოფილინი) ან ნატრიუმის ბიკარბონატს, რომელიც ღებინების დროს გამოიყენება.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ აგრეთვე თუ რომელ მედიკამენტებს ღებულობთ PLENUR -ით მკურნალობამდე და ასევე მკურნალობის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორც ყველა მედიკამენტს, PLENUR-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10 პაციენტიდან 1 პაციენტს)
- გადაჭარბებული ან შარდის გამოყოფის მკვეთრი სიხშირე შესაძლებელია გამოვლენილი იქნას მკურნალობის დასაწყისში, ამ დროს აუცილებელია შეწყდეს ლითიუმის მიღება. ამ დროს კალციუმის დონე მომატებული სისხლში.
- დაღლილობა, კანკალი, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, მეტყველების დარღვევა, დაბნეულობა, კონცენტრაცია დარღვევა ეს ის მოვლენებია რა დროსაც აუცილებელია ლითიუმის გამოყენების შეწყვეტა. სტრესსა და კოფეინს შეუძლია დაძაბოს ტრემორი.
- ძილიანობა: როგორც წესი, ქრება დროთა განმავლობაში. თუ კი აღნიშნული გამოვლინდა, გამოიჩინეთ სიფრთხილის ზომები მანქანის მართვის და გამოყენების დროს.
- არსებობს არც ისე სერიოზული დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე : აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100 პაციენტიდან 1 პაციენტიდან 10 პაციენტამდე )
- უმადობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკარგვა.
- გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი: ისინი, როგორც წესი, ერთ კვირიანი პერიოდოს განმავლობაში მედიკამენტის გამოყენებისას ქრება აღნიშნული სიმპტომები.
თუ კი კვლავ არსებობს აღნიშნული სიმპტომები ან მიიღო უფრო ხშირი ხასიათი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება), ჩიყვი (გადიდებული ფარისებური ჯირკვალი).
- კუნთების დაჭიმულობა, გადაჭარბებული რეაქცია სტიმულირების დროს, კუნთების ტონუსის მომატება.
- სისხლის თეთრი უჯრედების მომატების დროს აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
ნაკლებ ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1000 პაციენტიდან 1 პაციენტიდან 10 პაციენტამდე )
- ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ( ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს კისრის ახლოს ).
- წონის დაკლება.
- თავბრუსხვევა, ვერტიგო, კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა.
- სწრაფი, უკონტროლო თვალის მოძრაობები, მხედველობის დროებითი დაკარგვა, ახლომხედველობა .
- გულის რითმის ცვლილებები, გულისცემის შემცირება, დაძაბულობის შემცირება
- სისხლის, სითხის შეკავება და შეშუპება (შეშუპება), სინკოპე (გონების დაკარგვა)
- პირის სიმშრალე, გემოს დაკარგვა
- აკნე, გამონაყარი კანზე, სპონტანურად განიხილება მედიკამენტის შეწყვეტა.
- თირკმლის პრობლემები, ალბუმინისა და შაქრის რაოდენობის მომატება შარდში.
- იმპოტენცია, სექსუალური დისფუნქცია.
- გარდამავალი ჭარბი რაოდენის შაქარი სისხლში
იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1 -დან 10 პაციენტამდე)
- ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც წითელი გამონაყარი, რომელიც უფრო მეტად მკვეთრად არის გამოხატული იდაყვების, მუხლებისა და მუხლის თავების მასშტაბებზე). აღენიშნებათ თმის ცვენა, მსხვრევადობა და სიმშრალე, ასევე თმიან მიდამოში გამონახარი და ქავილი. კანის წყლულები ან შეშუპება კანის, მცირდება კანის მგრძნობელობა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10000 პაციენტიდან 1 პაციენტს)
- თითების შეფერილობის დაკარგვა, მაშინ როდესაც ქუსლები არის ცივი. აღნიშნულის გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
უცნობი იშვიათი მოვლენები: კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი თირკმლის სიმსივნეები (მიკროკისტები, ონკოციტომა და თირკმელში შეგროვების მილების კარცინომა) – აუცილებელია გრძელვადიანი მკურნალობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერი მოვლენა
შემდეგი სიმპტომები:
- დიარეა, ღებინება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის შემცირება ან საუბარის მოშლილობა.
ურთიერთგამომრიცხავი გვერდითი მოვლენები:
რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლინებისას, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უკანასკნელი შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ დაუკავშირდეთ ესპანეთი ფარმაციის სისტემას შემდეგ ვებ -გვერდზე : www.notificaram.es.
როგორ მივიღოთ PLENUR-ი
- PLENUR-ის მოხმარებისას ზუსტად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები. რაიმე სახის შეკითხვის არსებობის დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
- დოზა მერყევია პაციენტებს შორის. თქვენი ექიმი დოზას განსაზღვრავს ლითემიის მიხედვით (სისხლში ლითიუმის რაოდენობა და დონეები). ნორმალური დოზა განისაზღვრება 1-4 ტაბლეტით დღეში.
ლითიუმის დონეები სისხლში:
- იმისათვის, რომ ლითიუმი იყოს ეფექტური, უნდა გქონდეთ გარკვეული დონის ლითიუმი სისხლში. სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს გაგაჩნიათ თუ არა საჭირო რაოდენობის ლითიუმი სისხლში ან არის თუ არა საკმარისი აღნიშნული რაოდენობა. მკურნალობის დანიშვნისთვის ამრიგად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება 1-ჯერ ან 2-ჯერ კვირაში და შემდგომში 1-ჯერ ან 2-ჯერ თვეში. ანალიზი უნდა ჩატარდეს მედიკამენტის მიღებამდე, თუ თქვენ PLENUR-ი უნდა მიიღოთ დილით, მაშინ აუცილებელია სისხლის ანალიზის აღება მედიკამენტის მიღებამდე.
- შესაძლებელია, რომ აღებული იქნას სხვა სახის სისხლის ანალიზები, რათა დადგინდეს ლითიუმის შესაძლო მავნე ზემოქმედება თირკმელსა და ფარისებრ ჯირკვლებზე.
მიღების ფორმა :
- PLENUR-ი მიიღება პერორალურად. PLENUR-ის სწორიგამოყენებისდროს აუცილებელია ტაბლეტებიგადაიყლაპოსმთლიანად, დაღეჭვის ან დატეხვის გარეშე, წყლის ან უალკოჰოლო სასმელის მიყოლებით. მიზანშეწონილიაწამალი მიიღოთსაკვებთან ერთად.
- თუფიქრობთ PLENUR-ისმოქმედებაძალიანძლიერიანსუსტია, მიმართეთექიმსანფარმაცევტს.
ბავშვებში გამოყენება:
- PLENUR-ისგამოყენებაბავშვებშიარარისრეკომენდებული.
ასაკოვან პაციენტებში გამოყენება
- ასაკოვან პაციენტებში აუცილებელია ლითიუმის დაბალი დონე და მოითხოვება ლითიუმის ხშირი კონტროლი (ლითიუმისდონესისხლში).
- ნაკლებ მარილიან დიეტაზე მყოფ პაციენტებში, აუცილებელია ლითემიის ხშირი კონტროლი (ლითიუმისდონესისხლში).
- თირკმლისდაავადებითდა / ანგულ-სისხლძარღვთამწვავე დაავადებებით დაავადებულპაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ შარდმდენებს, ჭარბი სითხის დაკარგვის დროს (ჭარბიოფლიანობა, ფაღარათი, მაღალისიცხე) საჭიროებენ სიფრთხილეს ლითიუმის გამოყენების შემთხვევაში.
- ჰიპოთირეოზით დაავადებულ პაციენტებში აუცილებელია მაქსიმალური მონიტორინგი და ასევე შესაძლებელია დამატებითი ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობაც.
თუ ღებულობთ PLENUR-ს
- დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს ნომერზე : 91 562 04 20.
თუ თქვენ დაგავიწყდებათ PLENUR-ის მიღება:
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა .
თუ შეწყვიტეთ PLENUR-ის მიღება
- აცნობეთ თქვენს ექიმს PLENUR-ით მკურნალობის ხანგრძლივობა.
- არ შეწყვიტოს მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე იმიტომ, რომ თქვენი პრობლემა შეიძლება განმეორდეს ან შეიძლება აღგენიშნოთ სხვა სიმპტომები.
სხვა სახის შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- გამოშვების ფორმა: 400 მგ ტაბლეტი #100
PLENUR -ის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები, თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი ფორმის გამოსახულებით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს.
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)